მთავარი ბიზნესის განვითარება გადაიღე საქართველოში

გადაიღე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 

 

 

  • პროგრამის პირობები
  • პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

 

საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების პროგრამით. თანხის უკან დაბრუნება ვრცედება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

აღნიშნული სერვისის მიღებისათვის  საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
  • ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და განმცხადებელს შორის;
  • განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
  • სერტიფიკატის მიღებიდან 2 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
  • დასკვნის მიღებიდან 90 დღის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
  • 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს 2 წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ.ფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
  • სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
  • აპლიკაციის მიღებიდან  არაუგვიანეს 90 დღისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

*პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა სეავსოს განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://e-services.economy.ge/filmcommission/registration

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×