მთავარი ექსპორტის მხარდაჭერა

ექსპორტის მხარდაჭერა და განვითარება

 „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 

 
 

 

   

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

განაცხადების მიღება საპილოტე რეგიონებში ხორციელდება

Tradewithgeorgia.com-ზე

 

 

ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო  ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

პროგრამის კომპონენტები

 
 

 


ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, აღნიშნულის იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ  ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე -  www.tradewithgeorgia.com 

 

ექსპორტის სერვისები


ექსპორტის ხელშეწყობა 

 
 
  • საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება

    სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზება და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსება,  ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით

  • სავაჭრო მისიების ორგანიზება

    სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის წინასწარ B2B ტიპის შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და თანადაფინანსება, ახალი პარტნიორების და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით

  • უცხოელი მყიდველების დაკავშირება ქართველ მწარმოებლებთან

    სააგენტოს ფარგლებში უცხოური ბაზრებიდან შემოსული მოთხოვნების შესაბამისად ქართული კომპანიების დაკავშირება მათი პროდუქტების დაინტერესებულ მყიდველებთან

  • სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia. com-ზე რეგისტრაცია

    პლატფორმის მიზანია საქართველოში შექმნილი პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე

ექსპორტის განვითარება 

 
 

 

 სექტორები

 

 

  • საკვები
  • სასმელი
  • ტანსაცმელი
  • აქესესუარები
  • მოდა
  • ტყავი
  • განათება
  • მასალები
  • ფარმაცევტიკა
  • არქიტექტურა & დიზაინი
  • ICT
  • საკონსულტაციო სფერო

ონლაინ ჩატი
×