დღეს, 12 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართელოში“ წარმომადგენლებმა ჩინეთის დელეგაციას უმსაპინძლეს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წარმომადგენლბმა უმასპინძლეს ჩინეთის ქალაქ შენზენის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს საინვესტიციო კლიმატითა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებით. ამასთანავე, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, ისეთი სექტორებიან როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, წარმოება, ტურიზმი და საფინანსო სექტორი.
ჩინეთის ბიზნეს წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ ინფორმაციამ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავეების და მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივები. ამავე დღეს, ჩინური მხარე სასტუმროში „ბილტმორი“ მართავს საინვესტიციო გამოფენას (Ivestment Cooperation Exchange Fair), სადაც ჩინურ მხარესთან ერთად წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების საინფორმაციო სტენდი.