მთავარი ექსპორტის ონლაინ კურსი

ონლაინ კურსი - ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები

ფიქრობთ თქვენი წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე? გეგმავთ ექსპორტის მენეჯერად მუშაობას? მაშინ ეს კურსი ზუსტად თქვენთვისაა. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ექსპორტის მენეჯმენტის პროცესის გააზრებაში, სწორ დაგეგმვასა და განხორციელებაში. კურსი მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რისი ცოდნაც დამწყებ ექსპორტიორებს სჭირდება საწყის ეტაპზე.

 

დაიწყეთ სწავლა

ჩამოშალეთ ქვემოთ თემები, მიყევით მოდულებს თანმიმდევრულად ან გადადით იმ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.

ან შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ პირველივე მოდულზე ამ ბმულით.

 

 

თქვენ ისწავლით

    1. ექსპორტის მენეჯმენტის პროცესსა და შესაბამის ქართულ კონტექსტს
    2. საექსპორტო პოტენციალის შეფასებას
    3. პოტენციური ბაზრის იდენტიფიცირებას
    4. ბაზარზე შეღწევის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებას
    5. საუკეთესო პარტნიორის შერჩევას
    6. საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და კონტრაქტს
    7. საექსპორტო პროდუქტის მომზადებას
    8. დოკუმენტაციის მომზადებას ექსპორტის შეუფერხებელი პროცესისთვის
    9. ექსპორტის ლოგისტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას
    10. ბაზრის შენარჩუნებასა და განვითარებას

ვის შეუძლია კურსის გავლა

კურსის უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის, თუმცა მსმენელისთვის უპირატესობაა რომელიმე უცხო ენის ცოდნა და ბიზნესის მიმართულებით გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება.

ექსპერტები

    1. გიორგი ჩიტაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
    2. გვანცა მელაძე, ექსპოტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
    3. მიხეილ კობალაძე, საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
    4. ირინა ქიტიაშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ექსპერტი
    5. სოფია ბრიტანჩუკი, ექსპოტის განვითარების ასოციაციის პროექტების მენეჯერი
    6. ლევან ნებიერიძე, ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი

პროექტის გუნდი

პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ. პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე, ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე, ვიდეო გადაღება და მონტაჟი: მალხაზ სვანიძე, გრაფიკოსი: გურამ ქველაძე.

კურსის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სსიპ "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა!

 


ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში სსიპ "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით.  

ონლაინ ჩატი
×