მთავარი ბიზნესის განვითარება სახელმწიფო პროგრამა - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“

 

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"

 

 

  • პროგრამის არსი
    • პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე.
  •  პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი
    • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
    • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
    • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
  •  სესხის მიზანი
    • ბინის/სახლის შეძენა (როგორც დეველოპერისგან, ასევე კერძო პირისგან);
    • სახლის აშენება.
  •  სესხის მოცულობა
    • პროგრამაში განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარი. ამასთან განსაზღვრულია, რომ სახლის ან/და ბინის ღირებულება შეიძლება აჭარბებდეს 200 000 ლარს.
  •  დაფინანსების მოცულობა
    • კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული   3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.
ონლაინ ჩატი
×