მთავარი სიახლეები შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს ჯინვენტორი

შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს ჯინვენტორი




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“კიდევ ერთი წარმატებული ბენეფიციარი და პირველი ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანია - ჯინვენტორი თვეში 3000 ცალ USB კაბელს აწარმოებს, რომლის რეალიზაციას ადგილობრივი ბაზრის გარდა აშშ-შიც ახდენს. კომპანიამ  ციფრული სავაჭრო პლატფორმის „ამაზონი“ მეშვეობით პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მოცემული სავაჭრო პლატფორმა ციფრულია და შესაბამისად ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მოლაპარაკებები ნიგერიის მხარესთან მიმდინარეობს, სადაც უახლოეს მომავალში ქართული წარმოების პროდუქცია გაიგზავნება.

შპს "ჯინვენტორში" ამ ეტაპზე 17 ადამიანია დასაქმებული. მოცემული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 350 000₾ შეადგენს.

ონლაინ ჩატი
×