მთავარი სიახლეები შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს „ფორმულა კონსტრაქშენი"

შეხვედრა სააგენტოს ბენეფიციართან - შპს „ფორმულა კონსტრაქშენი"




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად მშრალი ნაზავების და წებოცემენტის მწარმოებელი ქარხანა - ფორმულა კონსტრაქშენი მოინახულეს.

სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალი საწარმოს აშენება შეძლო, აღიჭურვა უახლესი მანქანა-დანადგარებით და ულტრა-თანამედროვე ლაბორატორიით. შესაბამისად, გაიზარდა წარმოების მოცულობა და ხარისხი. 
ამ ეტაპზე კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მლნ. ლარს (₾) შეადგენს.

ფორმულა კონსტრაქშენმა სწრაფად მოახდინა ბაზრის წილის ათვისება და საკუთარი პოზიციების გამყარება ადგილობრივ ბაზარზე. იგი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან: კოკა-კოლა, მაკდონალდსი, მერსედეს-ბენც ჯორჯია, ტოიოტა თბილისი, ლექსუს ჯორჯია, დომუს დეველოპმენტი, ორბი ჯგუფი, ჯი-ემ-ჯი და სხვები.

შპს „ფორმულა კონსტრაქშენი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

ონლაინ ჩატი
×