მთავარი სიახლეები შეხვედრა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მწარმოებელ კომპანიასთან Majorel

შეხვედრა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მწარმოებელ კომპანიასთან Majorel




ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის Majorel აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა მატიას მიულერმა და ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში არსებული ახალი ოფისი დაათვალიერეს და საერთაშორისო კომპანიის მენეჯმენტთან არსებული საჭიროებები განიხილეს. ასევე, განხილულ იქნა, სამომავლო გეგმები და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების სამომავლო პერსპექტივები.

Majorel ქართულ ბაზარზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann- ისა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 50,000-ს აღემატება.

კომპანიის სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. ქვეყნის მასშტაბით არა ერთი კვლევის ჩატარების შედეგად,  საქართველოში, ორ ოფისი და ქუთაისის ერთ ოფისი გახსნა, სადაც უკვე 1100 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.

დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ.  ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, გერმანულ-ინგლისური, ასევე თურქულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

 

 

 

ონლაინ ჩატი
×