მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, 11:00 საათზე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრში გაიამართება ღია კარის დღე - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის 2019 წლის ეტაპის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციების შერჩევის მიზნით.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
2015 - 2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 61 მლნ ლარზე მეტს, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ ლარი, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.
რა ინფორმაციას მიიღებთ ღია კარის დღეზე?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@enterprise.gov.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.