მთავარი სიახლეები ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის პირველი გამოჩენა საერთაშორისო გამოფენაზე




სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შესაფუთი მასალების მწარმოებელმა 6-მა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საერაშორისო გამოფენაში FachPack 2022. გამოფენა გერმანიის ქალაქ  ნიურნბერგში გაიმართა და ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

 
შესაფუთი მასალების ინდუსტრია სააგენტოს
მიერ საექსპორტო პოტენციალის მქონე ახლად იდენტიფიცირებული სექტორი, ხოლო ამ დარგის კომპანიები, სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში პირველად იღებენ მონაწილეობას. სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში მუდმივად მუშაობს ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორის იდენტიფიცირებაზე და მათ ხელშეწყობაზე.
 
საერთაშორისო გამოფენაში FachPack 2022 ქართული კომპანიების მონაწილეობა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებული, გაეროს ოთხი ორგანიზაციის (UNDP, FAO, UNIDO, IOM) ერთობლივი პროექტის ფარგლებში
, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  (IOM) თანამონაწილეობით და მხარდაჭერით.

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილე 6-ვე კომპანია არის საქართველოს შესაფუთი მასალების კლასტერის (PMAG) წევრი.

ონლაინ ჩატი
×