მთავარი სიახლეები ქართული პროდუქცია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

ქართული პროდუქცია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე




5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა, სადაც საქართველოს საგამოფენო სივრცე გამოეყო და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, 33 ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, კომპანიებმა საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის წარმომდგანელებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაციამ. პროფესიონალი შემსყიდველების სახით გამოფენას 500 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს უკვე მეორედ გამოეყო სივრცე. წელს საქართველოს პავილიონი იყო გამორჩეული, კერძოდ, შემოქმედებითი კონცეფცია ემყარებოდა ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს, რომელიც ცნობილია თავისი ლამაზი და მომხიბლავი ვიწრო ქუჩებით, პატარა აგურის სახლებით, ფერადი აივნებითა და მყუდრო ეზოებით. ქართული პავილიონის კონცეფცია შეიმუშავა კრეატიულმა სააგენტომ Wizard Events.

ონლაინ ჩატი
×