მთავარი სიახლეები ქართული პროდუქცია ლონდონში

ქართული პროდუქცია ლონდონში




სააგენტოს  "აწარმოე საქართველოში", USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში - “Fresh Produce Consortium Awards” მიიღო მონაწილეობა.

“Fresh Produce Consortium Awards”-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი ნაწარმით, კერძოდ: კაკლოვანი კულტურები, ჩაი, სუნელები, მშრალი ხილი, და სხვა..

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები, როგორიცაა Asda, Tesco, Waitrose, Ocado, Morrisons.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე  ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზაცია და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება იყო.

ონლაინ ჩატი
×