მთავარი სიახლეები ქართული კომპანიები VIV MEA 2023-ზე

ქართული კომპანიები VIV MEA 2023-ზე




„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ექვსი ქართული კომპანია ცხოველის კომბინირებული საკვებისა და ვეტერინარიის საერთაშორისო გამოფენაში VIV MEA 2023-ში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 20-22 ნოემბერს იმართება.

გამოფენის დამთვალიერებელი საქართველოს პავილიონში იხილავს, როგორც ცხოველის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს, ასევე ვეტერინარულ პროდუქტებს.
გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიები, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით, პოტენციურ პარტნიორებთან B2B შეხვედრებს მართავენ.

ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და და პროდუქციის რეალიზაციის პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

VIV MEA სექტორის ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელსაც საშუალოდ 40 000 ვიზიტორი ჰყავს, გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას კი 1000-მდე კომპანია წარადგენს.
საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.

ონლაინ ჩატი
×