მთავარი სიახლეები ქართული დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ქართული დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში




ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

„დუბაიში მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ვუმასპინძლებთ ამ კორპორაციების დელეგაციებს და ადგილზე გავაცნობთ კონკრეტულ პროექტებსა და ტერიტორიებს, სადაც ინვესტიციების განხორციელების საშუალება ექნებათ", - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

 შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ძირითადად უძრავი ქონების, სასტუმროების, სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის, ა.შ.

 

ონლაინ ჩატი
×