დღეს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქართული კომპანიის აზერბაიჯანულ კომპანიასთან ფრანჩიზის გაყიდვის შესახებ, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის დედაქალაქში - ბაქოში - ბროტმაისტერის სახელწოდების ქვეშ საწარმოსა და ხუთი ფილიალის გახსნას.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის მხარდაჭერით, შპს ,,ბროტმაისტერი“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის ზაფხულში კი პირველი ფილიალი გახსნა .
სხვაგვარად ჟღერადი სახელწოდების მიუხედავად, ბრენდი 100%-ით ქართულია. კომპანიის დამფუძნებლებმა ავსტრიელი პარტნიორების ტრენინგებისა და ინგრედიენტების დახმარებით ავსტრიული ტექნოლოგიით ცხობა დანერგეს და პროექტი - აწარმოე საქართველოს დახმარებით, გამართეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ცენტრალიზებული საწარმო.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.