მთავარი სიახლეები ქართველი მეწარმეების ვიზიტი გერმანიაში

ქართველი მეწარმეების ვიზიტი გერმანიაში




მენეჯერთა გადამზადების პროგრამის - Fit For Partnership  ფარგლებში, გერმანიაში ქ. ლაიფციგში, 16-მა ქართველმა კურსდამთავრებულმა ადგილობრივი საწარმოების მენეჯერებთან და გერმანიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.

პროგრამა 2016 წლიდან, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის პოტენციალის განვითარება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Fit for Partnership ადგილობრივი მეწარმეებისთვის შესაძლებლობას აჩენს ლოკალურად წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის მასშტაბურ ბაზარზე.

პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ:

-              გერმანული ბიზნესის მართვის პრაქტიკა და ქვეყნის ბიზნეს კულტურა;

-              საერთაშორისო ბიზნესურთიერთობები და მოლაპარაკებების მეთოდები;

-              თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების გამოყენება.

მათ ასევე ეძლევათ შანსი დაამყარონ კავშირები გერმანულ კომპანიებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.

ონლაინ ჩატი
×