მთავარი სიახლეები ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა

ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, შპს ,,ფუდ ალიანსმა“ ნატახტარში, სრულიად ახალი, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა.

ოფიციალურ გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

კომპანია წარმოების და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველმა და ფრანგმა პარტნიორება დააარსეს. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 მილიონი ლარია. საწარმო მომხმარებელს  ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი, ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის ნახევარ-ფაბრიკატების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება, რომელიც  ყველა დიდ  სავაჭრო ქსელშია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ შპს ,,ფუდ ალიანსი“ ევროკავშირის ეგიდით  წარმატებით თანამშრომლობს  დანიის დევნილთა საბჭოსთან. ეს კი, დევნილი მოსახლეობის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობას  გულისხმობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 100 დასაქმებულია, აქედან 80%-ს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეადგენენ, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომპანიამ გადაამზადა და საწარმოში დაასაქმა. მენეჯმენტის განცხადებით,  უახლოეს მომავალში ბიზნესის განვითარებასთან ერთად, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასაც ელოდებიან.

ონლაინ ჩატი
×