მიმდინარე წლის 14 ივნისს ქ. ბრატისლავაში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი “Doing Business in Georgia” გაიმართა.
ბიზნეს ფორუმი ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სლოვაკეთის სავაჭრო პალატასთან, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 80-ზე მეტმა სლოვაკური, ავსტრიული, პოლონური, ჩეხური და ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა, ძირითადად, შემდეგი სექტორებიდან – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბანკები, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოჯისტიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ბიზნეს კონსალტინგი.
ფორუმის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეკონომიკური ფოტო გამოფენა. დაინტერესებულ კომპანიებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტოს (SARIO) გენერალურ დირექტორთან, სადაც ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის და არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ.