მთავარი სიახლეები სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა




საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო - თბილისი მერიოტში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიმ გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა პრეზენტაცია გამართა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, რომლის დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა.

ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარდმოადგენდენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის და სამედიცინო სექტორებიდან.

ონლაინ ჩატი
×