მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს, საქრთველოს საელჩო სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ინიციატივით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ 11 კომპანიას უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში აქტიური ჩართულობით გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ კომპანიებსა და კორეულ იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შორის. აღსანიშნავია, რომ ქართულ და კორეულ მხარეს წინასწარ გაეგზავნათ დაინტერესებული კომპანიების პროფილები და ინტერესების თანხვედრის შედეგად სააგენტოს მიერ დაიგეგმა რელევანტური ორმხრივი შეხვედრები. ზემოთ ხსენებულში მონაწილეობა მიიღო 36-მა ქართულმა კომპანიამ.
აღნიშნულის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების, მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ. სსიპ „აწარმოე საქართველოში’’ მიესალმება კერძო სექტორისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
შენიშვნა:
2019 წლის 11-12 მარტს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა ქართული დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით. ამასთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 2019 წლის 27 ივნისიდან- 29 ივნისის ჩათვლით, კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე - „IGF 2019” 6 საკვებისა და სასმელის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართულმა პროდუქციამ კორეული მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ აღნიშნული ორი ვიზიტის შედეგად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება კორეული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ.