მთავარი სიახლეები საქართველო-გერმანიის ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი

საქართველო-გერმანიის ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი




2018 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი იმართება.

ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ნორბერტ ბარტლიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნეს.

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია წარადგინა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის ფორმატი გარდა ოფიციალური გახსნისა, ითვალისწინებს სამ სექტორულ პარალელურ სესიას, რომელთა შორისაა (I) მრგვალი მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებები ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ასევე (II) ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, და (III) პროფესიულ განათლებაზე. მოცემული მიმართულებით თითოეული შესაბამისი უწყება გერმანული აუდიტორიისთვის პრეზენტაციას გამართავს ქვეყანაში ხსენებული მიმართულებით არსებული სტრატეგიისა და ვითარების შესახებ.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში 20 ქართულ კომპანიას საშუალება ექნება გამართოს ე.წ B2B შეხვედრები გერმანულ კომპანიებთან.


 


 

 

ონლაინ ჩატი
×