მთავარი სიახლეები საქართველო Customer Engagement Summit 2022-ზე

საქართველო Customer Engagement Summit 2022-ზე




სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო  ქ. ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში - “ Customer Engagement Summit  2022”.


ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, რომელსაც 50-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
“Customer Engagement Summit” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა IT და ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით; ღონისძიებაზე ყოველწლიურად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები იყრიან თავს.  წელს სამიტს 3000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.


ღონისძიების ფარგლების მიღმა, საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების წარმოსაჩენად და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქ. ლონდონში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა  წამყვანი IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულების კომპანიების მაღალი რანგის მენეჯერების და სექტორის ექსპერტები მონაწილეობით. 

ონლაინ ჩატი
×