მთავარი სიახლეები საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებმა Majorel Georgia-ს თბილისის ფილიალი მოინახულეს

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებმა Majorel Georgia-ს თბილისის ფილიალი მოინახულეს




საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel Georgia-ს თბილისის ფილიალი მოინახულეს. აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან - Location decision, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ონლაინ ჩატი
×