მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საერთაშორისო გამოფენაზე Fachpack 2024 6 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საერთაშორისო გამოფენაზე Fachpack 2024 6 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოფენაზე Fachpack 2024.

Fachpack  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა შეფუთვის, ტექნოლოგიებისა და გადამუშავების მიმართულებით, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ტარდება. ღონისძიება საშუალოდ 1500-ზე მეტ მონაწილესა და ათიათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.

ღონისძიებაზე ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობდა: კავკასფექი, კოლორ პაკი, მეგა გოლდ 999, შეფუთვების საამქრო, ჯორჯიან ფექიჯინგი და პოლივიმი.

ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს ბიზნეს პარტნიორებთან და პოტენციურ შემსყიდველებთან თანამშრომლობის გაღრმავების და სავაჭრო ურთიერთობის დამყარების მიზნით. 

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“-თან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ონლაინ ჩატი
×