სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე და მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ანა უგულავა სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონის მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდნენ და სახელობითი აბრები გადასცეს.
წელს ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის 1 157 გამარჯვებული გამოვლინდა, აქედან 170 პროექტი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან, ხოლო 50 პროექტი - გურიიდანაა წარდგენილი.
მიკრომეწარმეებთან შეხვედრები ზუგდიდის, სენაკის, მესტიისა და ჩოხატაურის ადგილობრივი მუნიციპალიტეტეტების მხარდაჭერით გაიმართა.
სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მიკრომეწარმეებს დეტალურად გააცნო სააგენტოს პროგრამები და “აწარმოე საქართველოში” რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პირველი საკონსულტაციო ცენტრი უკვე გაიხსნა ზუგდიდში, კედიას ქუჩა #1-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებს ემსახურება.
2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება.