სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ინგლისში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი რეგიონული საკონსულტაციო ბიზნესცენტრების მუშაობის პროცესს გაეცნენ.
სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ გლოსტერის, კემბელის და ეშფორდის რეგიონული ცენტრების მუშაობის ფორმატს და სპეციფიკას, ასევე შეხვედრები გამართეს ScaleUp ინსტიტუტის და ადგილობრივი ეკონომიკური პარტნიორობის (LEPs) წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც სააგენტოს საშულებას მისცემს, გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბების პროცესში.
სამუშაო ვიზიტის ორგანიზებას მხარი დაუჭირა GIZ-ის მიერ განხორციელებულმა პროექტმა „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს რეგიონში მსგავსი ცენტრების გახსნა იგეგმება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის შესაბანისი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება.