მთავარი სიახლეები სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა




სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა.

შეხვედრა სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ. დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის უფროსმა სპეციალისტმა შანტი დივაკარანმა.

ღონისძიებას დაესწრნენ პოტენციური აქტივების მმართველი კომპანიები (GPs) და პოტენციური ლიმიტირებული პარტნიორები (LPs), ასევე, ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კითხვა-პასუხის ფორმატში და ჩართულიყვნენ დისკუსიაში. 

საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. 

ამჟამად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც მას ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება.

აღნიშნული ინიციატივა  ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას.

ონლაინ ჩატი
×