მთავარი სიახლეები პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის ბრენდი - ,,ჟუჟუნა’’ წარმატებით გავიდა იაპონიის ბაზარზე

პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის ბრენდი - ,,ჟუჟუნა’’ წარმატებით გავიდა იაპონიის ბაზარზე




პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის ბრენდი - ,,ჟუჟუნა’’ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’  და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წარმატებით გავიდა იაპონიის ბაზარზე .

2017 წელს დაფუძნებული ბრენდი დღეს 14 დასაქმებულს ითვლის. იგი ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად ახდენს პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელებში, ჰორეკა სექტორში, თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ ქართული წარმატებული ბრენდი ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ასევე, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.

„ჟუჟუნა” სააგენტოს პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.

 

ონლაინ ჩატი
×