მთავარი სიახლეები პირველად ქართული კომპანიები საერთაშორისო მეცხოველეობის გამოფენაზე VIV MEA 2021

პირველად ქართული კომპანიები საერთაშორისო მეცხოველეობის გამოფენაზე VIV MEA 2021




სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, პირველად სამი ცხოველთა კომბინირებული საკვების ქართული კომპანია - "ინვეტ ჯგუფი", "ნუტრიმაქსი" და "ბიოტექსი" საერთაშორისო ბაზარზე წარდგა.

საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021 აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, სადაც 40 ქვეყნიდან 500-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. შედეგად, გაიმართა არაერთი ღონისძიება და B2B შეხვედრა, სადაც ქართულ კომპანიებს ბიზნეს ურთიერთობების დამყარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივად წარმოებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კომბინირებული საკვებით იყო წარმოდგენილი.

ონლაინ ჩატი
×