მთავარი სიახლეები ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2024-ზე,20-მდე ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია უკვე მეორედ წარადგინა

ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2024-ზე,20-მდე ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია უკვე მეორედ წარადგინა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2024, უკვე მეორედ, საკუთარი პროდუქცია 18-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა:  თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები,ჩაი,ალკოჰოლური სასმელები და სხვა.

გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ 47 000 პროფესიონალი ვიზიტორი და 5 000 მონაწილე კომპანია სტუმრობს, 57 ქვეყნიდან. Summer Fancy Food Show 2024-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 250- მდე B2B შეხვედრა გამართეს. ქართული პროდუქციით ძირითადად დაინტერესდნენ ამერიკის, კანადისა და ავსტრალიის ბაზრები.

ონლაინ ჩატი
×