ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი კომპანია „ფავორიტი სტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნენ.
კომპანია საბეჭდი მასალების წარმოებით არის დაკავებული. თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტის თვიდან, საწარმომ შეიძინა სპეციალური მანაქანა-დანადგარები, რომლის მეშვეობითაც ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.
გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიის ახალი წარმოების მიმართულების პროექტის ჯამური ინვესტიცია 180 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე საწარმო თბილისში, სამ ლოკაციაზეა განთავსებული და 800 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის პროდუქციის შეძენა ხელმისაწვდომია, როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ასევე კერძო კომპანიებში. კომპანიას აქვს სახელმწიფო დაკვეთები და ამავდროულად ახდენენ პროდუქციის ექსპორტზე გატანას, კერძოდ: აშშ-ში, ესტონეთსა და უკრაინაში.