მთავარი სიახლეები მიხეილ ხიდურელი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

მიხეილ ხიდურელი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი თელავში, კახეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებს შეხვდა. 

შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ახლახანს განხორციელდა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში. 

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამებმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

ღონისძიებას დაესწრო თელავის მერის მოადგილე გიორგი ქართლელიშვილი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი კახეთში 2024 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ მეწარმეებს ადგილზე უწევს დახმარებას.

ონლაინ ჩატი
×