მთავარი სიახლეები მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო




დღეიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 300-მდე ბიზნეს საქმიანობის დაწყება და გაფართოება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს.

თუკი, მეწარმე პირველად იღებს მონაწილეობას საგრანტო პროგრამაში, მისი მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:

• ახალი ბიზნესის წამოწყება;

• ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

• განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.

*შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.

ბიზნესიდეის აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია - https://bit.ly/3Gc7JpG

ონლაინ ჩატი
×