მთავარი სიახლეები მენეჯერთა გადამზადების პროგრამა გერმანიაში

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა გერმანიაში




სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ შეხვედრები. 

პროგრამის ძირითადი მიზნებია:

  • გერმანიის ბიზნესმენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • გერმანული ბიზნესი პრაქტიკის გაცნობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ცოდნის შეძენა;
  • გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
  • პოტენციური ბიზნესურთიერთობების განვითარება.

პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი)პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, აქვთ სურვილი ითანამშრომლონ გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.

პროგრამა ჩატარდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2020 წლის თებერვალ-მარტში. ასევე გაითვალისწინეთ რომ შერჩეული კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ ოქტომბრის ბოლოს

პროგრამის ხანგრძლივობაა 20-30 დღე.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

შერჩევის პროცესი:

  1. დაინტერესებული პირი ავსებს მიმაგებულ დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  2. მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
  3. გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება ოქტომბრის ბოლოს;
  4. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან 3 დღიან პრეტრენინგს თბილისში;
  5. შერჩეული აპლიკანტები თებერვლის ბოლოს გაემგზავრებიან გერმანიაში.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები ბმულზე: http://bit.do/fbwpk და შევსებული მოგვაწოდოთ, არაუგვიანეს 2019 წლის 7 ოქტომბრისა (ორშაბათი). ასევე, შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავენთ მეილზე: info@enterprise.gov.ge (თემა: Fit for Partnership - სახელი და გვარი).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

www.managerprogramme.com.

ონლაინ ჩატი
×