მთავარი სიახლეები მასტეკლასი თემაზე - ტვინის გადაწყვეტილებები მოლაპარაკებისას

მასტეკლასი თემაზე - ტვინის გადაწყვეტილებები მოლაპარაკებისას


ბიზნესი ექსპორტი


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს მასტერკლასების სერიას „განავითარე შენი ბიზნესი“.

საგანმანათლებლო მიმართულებით ეს არის სააგენტოს 2018 წლის პროექტი და ემსახურება ორ ძირითად მიზანს:

  • ხელი შეუწყოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს და ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს, ცოდნის ამაღლების მიმართულებით ბიზნესის განვითარების საკითხებში
  • ქვეყანაში დაინერგოს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის კულტურა და მოხდეს შესაბამისი კომპანიების/კონსულტანტების ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია
     

მასტერკლასს გაუძღვა გაყიდვების პროფესიონალი და International Sales Institute-ს დამფუძნებლი დავით ჩიკვაიძე, თემაზე: ტვინის გადაწყვეტილებები მოლაპარაკებისას.

მასტერკლასზე მთავარი სასაუბრო თემა იყო, თუ როგორ უნდა მოახდინონ მეწარმეებმა პოზიციონირება მოლაპარაკებისას, როგორც დირექტორი - პირველი კომუნიკაციისას (ზარი, სკაიპი და აშ.) და როგორ აირიდონ დაბრკოლებები შეხვედრისას, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდებათ ორგანიზაციის შიგნით და გარეთ. 

პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე იგეგმება ხუთი სემინარი თემებზე: დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, გაყიდვები და ეფექტური პრეზენტაციები და.ა.შ.

ონლაინ ჩატი
×