მთავარი სიახლეები ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა

ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა




ლონდონში ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, პირველად გაიმართა საქართველოს საინვესტიციო ფორუმი.

 საქართველოს საინვესტიციო ფორუმში ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვისა და საინვესტიციო ბანკირებისთვის  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.

ონლაინ ჩატი
×