მთავარი სიახლეები ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმები საქართველოში შეიკერება




MADE IN GEORGIA - 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი დაამზადებს.

უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელსაც კომპანია "აჭარა ტექსტილი" რუსთავში აშენებს და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.

სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

 

ონლაინ ჩატი
×