მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - ნოდარ კომახიძე

კვირის მეწარმე - ნოდარ კომახიძე


ბიზნესი


  • საქმიანობის წამოწყების მოკლე ისტორია

შპს „ბბ კომპანი“  2002 წელს დაარსდა და საქმიანობა მაღალი ხარისხის იტალიური ყავისდა ყავის აპარატების იმპორტით დაიწყო. წლების განმავლობაში კომპანია განვითარდა და მასთან ერთად გაიზარდა იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტიც. დღეს იგი მაღალი ხარისხის ყავისა და სხვა მრავალი პროდუქტის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი, მწარმოებელი და რეალიზატორია საქართველოში.

  • საიდან წამოვიდა  სტარტაპის შექმნის მთავარი იდეა და რა არის მთავარი ინსპირაცია?

მიღებული გამოცდილების საფუძველზე, 2014 წელს კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და არსებული საქმიანობისთვის ახალი მიმართულების - ყავის წარმოების დამატება, რის შედეგადაც შეიქმნა ყავის ბრენდი ,,MONDO”. კორპორატიულ გაყიდვებთან ერთად დაიგეგმასაცაო ბაზარზე შესვლა და ახალი ბრენდის დამკვიდრება.  კომპანიისთვის მთავარ ინტერსს წარმოადგენდა ახალი ბრენდის განვითარება, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

  • რამდენად დაგეხმარათ სააგენტოს პროგრამა, საქმიანობის დასაწყებად?

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა კომპანიას რესურსების მობილიზებაში, რათა კომპანიას დაეწყო მასობრივი წარმოება ბაზარზე შესასვლელად. კომპანიამ შეძლო საწარმოო ხაზის შეძენა, დამონტაჟება და 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყო ,,MONDO”-სბრენდის ყავების წარმოება და რეალიზაცია.ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ იმასაც, რომ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ხელშეწყობით მოხდა ჩვენი ჩართვა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდის ყავის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებეში.

  • პირველი წარმატება

 პირველი წარმატებული ნაბიჯისაკუთარი ბრენდით მაღალი ხარისხის, გემრიელი ყავის შექმნაა. შემდგომი ნაბიჯები კი „მონდო“-ს პოპულარიზაცია და ქართული წარმოების ყავის ექსპორტზე გატანა.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი მსგავსი სხვა ბიზნესებისგან?

კომპანია დიდ დროსა და რესურსს ხარჯავსმაღალი ტექნოლოგიების დანერგვაში და მათი გამოყენებით, ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში.  ყავის წარმოების იდეის გაჩენის დღიდანჩვენთან მუშაობს ჰოლანდიელი ყავის ექსპერტი. მასთან ერთად შეიქმნა ყავა ,,მონდო’’-ს ხარისხიანი და მრავალფეროვანი ყავის ასორტიმენტი. დღეს ,,ბბ კომპანი“ თანამშრომლობს იტალიისა და ჰოლანდიის საერთაშორისო ლაბორატორიებთან. მათი დახმარებით იქმნება უნიკალური რეცეპტები. ეს ყველაფერი კომპანიას ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე ზრდის ტემპის შენარჩუნებასა და ახალი ბაზრების მოძიებაში.

  • რამდენი სახის პროდუქტს აწარმოებთ და სად ხდება მისი რეალიზაცია?

დღეის მდგომარეობით კომპანია აწარმოებსდაახლოებით ოცი სახეობის ყავას. ამარაგებს, როგორც სასტუმროებს, კაფეებსა და რესტორნებს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს. კომპანია ფართოდ ეწევა საკუთარი წარმოების ყავის ,,MONDO”-სსაცალო რეალიზაციასა და ექსპორტს.

  • თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

“ბბ კომპანი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო საკუთარი წარმოების ყავის ექსპორტზე გატანა, როგორცმეზობელ ქვეყნებში, კერძოდ: აზერბაიჯანის,  სომხეთისა და თურქეთის რესპუპლიკებში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ონლაინ ჩატი
×