საწარმოს ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც იუსტიციის სახლში სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ სარეკლამო განცხადება ვნახეთ. მაშინვე დავინტერესდით აღნიშნული პროგრამებით და სააგენტოში გავლილი კონსულტაციების საშუალებით, დიდი ხნის ოცნების განხორციელება დავიწყეთ.
თავდაპირველად მოვიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, შევისწავლეთ სამიზნე ბაზარი, შევათანხმეთ ასორტიმენტი პოტენციურ მომხმარებლებთან, პლასტმასის საცობების წარმოების იდეაზე მოვამზადეთ ბიზნესგეგმა და 2014 წლიდან კომპანია "ჯეოკეპი", სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
ინოვაციური პროდუქტის შექმნის დიდი ხნის სურვილმა, ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ და საქმისადმი სიღრმისეულმა ცოდნამ მოგვცა ბიძგი შეგვექმნა საწარმო, სადაც იმპორტირებულ პროდუქტს, საქართველოში დამზადებული ადგილობრივი „კომპრესიული“ ტიპის საცობებით ჩავანაცვლებდით.
გამომდინარე იქიდან, რომ 1996 წლიდან იმპორტის სახით პლასტმასის შესაფუთი მასალის რეალიზაციას ვახორციელებდით, არ გვქონდა ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი, დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმიანობა წამოგვეწყო.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით, შევძელით საწარმოსთვის დანადგარები შეგვეძინა და ინოვაციური კომპრესიული ტიპის საცობები და პლასტმასის ბოთლები გვეწარმოებინა. ამასთანავე მოვახერხეთ და საწარმოში დღეისათვის 50 ადამიანი გვყავს დასაქმებული.
პირველი აღიარება საწარმომ 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ISO22000 და FSSC22000 საერთაშორისო სერტიფიკატები მოგვენიჭა. კომპანიამ პირველი ექსპორტიც სწორედ 2016 წელს სომხეთში განახორციელა. აღიარებამ მომხმარებლებში ნდობა გაამყარა, რამაც შესაბამისად გაყიდვების ზრდაც გამოიწვია.
ჩვენი საქმიანობის უპირატესობა მაღალტექნოლოგიური პროცესით გამოირჩევა. ამასთანავე საწარმო აკონტროლებს პროდუქტის წარმოების სრულ ჯაჭვს და კონკურენტებთან განსხვავებით, ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი სისტემით გამოირჩევა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს საწარმოში დამზადებულ საცობებს არ აქვთ ე.წ
„საინიექციო წერტილი“ რაც საცობებზე დეკორაციის ხარისხიანად დატანის საშუალებას იძლევა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროდუქცია ინოვაციურია და მისი ხარისხი ბევრად სტაბილურია.
მოთხოვნა, პლასტმასის საცობებზე, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე სეზონურია. მიუხედავად ამისა ჩვენი წარმოება წლის განმავლობაში 80-100% დატვირთვით მუშაობს.
კომპანია ,,ჯეოკეპი“ 4 ტიპის კომპრესიულ პლასტმასის საცობებს აწარმოებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილის რეალიზაციას, სწორედ ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ, პროდუქციის 10% კი ექსპორტზე სომხეთში გადის.
ამიერკავკასიის ბაზარზე კომპანია ,,ჯეოკეპი“ ერთადერთია ვინც აწარმოებს აღნიშნული ინოვაციური ტიპის პლასტმასის საცობებს. კომპანიამ გადალახა ბევრი დაბრკოლება და დაძლია ბევრი შეფერხება, როგორც ტექნიკურ, ისე ფინანსურ ასპექტში, რამაც დიდი გამოცდილება შეგვძინა.
იმედი გვაქვს რომ მომავალშიც შევძლებთ ჩვენი წარმოების განვითარებასა და გაფართოვებას რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებასა და ქვეყნაში ეკონომიკური დოვლათის შექმნას.