მთავარი სიახლეები კვირის მეწარმე - გრიგოლ ზარნაძე

კვირის მეწარმე - გრიგოლ ზარნაძე




ისტორია

კომპანია "ნამი", რომელიც პირველი დღიდან ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, სათავეს 2005 წლიდან იღებს.  გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად მოთხოვნადი, გახდებოდა და რაც მთავარია ჩვენი მომხმარებელი მუდამ კმაყოფილი იქნებოდა შეძენილი პროდუქტის ხარისხითა და ვიზუალით.

დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც სარკის წარმოების წამოწყებაზე დავიწყეთ ფიქრი, ვაკვირდებოდით თუ როგორი ხარისხის სარკის პროდუქცია მზადდებოდა საქართველოში და რამდენად დიდი იყო მასზე მოთხოვნის დინამიკა.

დაკვირვების შედეგად მივხვდით, რომ ადგილობრივი ბაზარი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას ჰქონდა დაკავებული. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ევროპულ ბაზარზე  მოგვეძიებინა სარკის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული და თავად გვეწარმოებინა სხვადასხვა დიზაინის, უმაღლესი ხარისხის და რაც მთავარია ქართული სარკის ნაკეთობები.

  • წარმოების კუთხით, რამდენად დაგეხმარათ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ?

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ხელშეწყობით, 2015 წელს, ჩვენმა კომპანიამ შეიძინა თანამედროვე  პროგრამული მართვის იტალიური დანადგარი და ტექნოლოგიები. მიმდინარე წელს კომპანიამ, ასევე, დამატებით შეიძინა მინის გვერდის დამამუშავებელი და მინის საჭრელი  იტალიური დანადგარი, რამაც რამდენჯერმე გაზარდა პროდუქციის ხარისხი, დამუშავების სიზუსტე და წარმადობა. ამასთანავე, სააგენტო გვეხმარება მივიღოთ მონაწილეობა ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა პრეზენტაციებსა და კონფერენციებში.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი მსგავსი სხვა ბიზნესებისგან?

უპირატესობა სწრაფ, ხარისხიან და ექსკლუზიურ მომსახურეობაში გამოიხატება. კომპანია აკონტროლებს პროდუქციის წარმოების სრულ ჯაჭვს, რაც ხარისხიანი ნედლეულის შეძენას, დამზადებასა და მის რეალიზაციას გულისხმობს.  აღნიშნული კი, თამამად უწევს კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე არსებულ იმპორტირებულ პროდუქციას.

  • რამდენი სახის პროდუქციას თავაზობთ მომხმარებელს და ძირითადად სად ხდება მისი რეალიზაცია?

კომპანია „ნამი“ გარდა სარკეებისა, უამრავ სხვა სახის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა: მინის კარადები, მინის აივნები, ალუმინის ვიტრაჟები, სალაროს დამცავი ბრონირებული მინები და სხვა. თითოეული მათგანი ასევე  მრავალფეროვანი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. პროდუქციის რეალიზაცია კი მთელ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

  • თქვენი აზრით რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

ხარისხი, კმაყოფილი მომხმარებელი და გაზრდილი ინტერესი  ჩვენი პროდუქციის მიმართ,  გვაძლევს სტიმულს შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - დამზადებულია საქართველოში.

 

 

 

ონლაინ ჩატი
×