მთავარი სიახლეები #იყავიშემდეგი - ქუქი ბეიქერი

#იყავიშემდეგი - ქუქი ბეიქერი




ორი წლის წინ, პანდემიის დროს, 4 მეგობარს იდეა გაუჩნდა, შეექმნათ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის სრულიად ახალი გამოცდილება.

რა თქმა უნდა ამ პერიოდში იდეის განხორციელებისთვის ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომელთა ნაწილიც ჩვენი სესხის უზრუნველყოფის პროგრამის საშუალებით დაძლიეს. 

დღეს კი, უკვე წარმატებული ბიზნესის „ქუქი ბეიქერის“ თანადამფუძნებელი გვიზიარებს რჩევებსა და ეტაპებს წარმატებული ბიზნესის დასაწყებად და შემდგომში მის სამართავად.

 

ბიზნესი პანდემიის დროს შექმენით - რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე შეგხვდათ? 

,,ქუქი ბეიქერის" შექმნის იდეა, 2 წლის წინ ოთხ მეგობარს გაგვიჩნდა. გვსურდა, ქართულ ბაზარზე შეგვექმნა ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც განსხვავებული და უნიკალური იქნებოდა.
ვიცოდით, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით, თუმცა ის მიზანი, რომელიც გვამოძრავებდა, ყველა პრობლემაზე მაღლა დავაყენეთ და შევძელით იდეის ბიზნესად ქცევა.
ალბათ გაგვიმართლა, მაგრამ მე ვიტყოდი, როცა რაღაცა ძალიან გინდა და ამის გჯერა, აუცილებლად გაამართლებს და აი ასე შეიქმნა „ქუქი ბეიქერი".
დღეს, თითოეული თანამშრომელი ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული - აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და გაუწიონ მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის წარმატების ინდიკატორი. 

 

როგორია თქვენი ბრენდის ხასიათი და ვინ არის დღესდღეობით მისი მომხმარებელი?

ჩვენთან ყველა ასაკის მომხმარებელს შეხვდებით. მათ ქუქი ბეიქერთან შეხება თითქმის ყოველ დღე აქვთ და შესაბამისად მათი ყოველდღიურობის ნაწილიც გავხდით. ამ დროს მეგობრული გარემო უმნიშვნელოვანესია, რაც ჩვენი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. 

 

როგორ მოარგეთ ამერიკული ორცხობილები ქართულ ბაზარს?

ახალი ჩვევის დანერგვა, საკმაოდ რთულია. საზოგადოებაში ინტერესეს გაჩენისთვის საჭიროა შეიმუშაო სწორი მარკეტინგული სტრატეგია. ვფიქრობ, ჩვენი გაგზავნილი მესიჯები ძალიან სწორად აღიქვა მომხმარებელმა და შედეგიც სახეზეა.

 

როგორია თქვენი მენიუს კონცეფცია და რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი?

პროდუქციის 80% ხელით დამზადებულია, რაც მათ უნიკალურობაშიც აისახება. ჩვენთან შექმნილი პროდუქტების ნახვას და დაგემოვნებას სხვაგან ნამდვილად ვერ მოახერხებთ, უფრო მეტიც - ,,მაგიური ქოქოსი“ რომელიც ყველაზე პოპულარული პროდუქტია საკონდიტროში, ერთხელ გასინჯვისას მასზე დამოკიდებულს გაგხდით.  

 

რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იდეა, მაგრამ აყოვნებენ განხორციელებას?

დაიწყონ საქმე დღესვე და არა ხვალ! საქმეს გადადება არ უხდება. აუცილებელია გაიაზრონ, რომ საქმიანობის დაწყებისას პრობლემებს და გამოწვევებს აუცილებლად წააწყდებიან, თუმცა ეს მათთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. ყველა პრობლემა მოგვარებაადია და თუ ერთი გზა არ მიგიყვანს მიზნამდე, არ შეცვალო მიზანი, შეცვალე გზა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად და შემდგომში მის სამართავად? 

გამბედაობა წარმატების მთავარი საწინდარია. ვინც რისკავს, ის ყოველთვის იღებს შედეგს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინების შექმნა. შედეგის დასანახად  ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება დრო და მოთმინება. ეს ვადა, შეილება იყოს 6 თვე ან თუნდაც 2 წელი. ხშირ შემთხვევაში, არასწორი მოლოდინების შექმნა, იწვევს დიდ იმედგაცრუებას.

 

თქვენი აზრით, რა არის საჭირო ერთგული მომხმარებლების „ბაზის“ შესაქმნელად?

ყველაზე კარგი მარკეტინგი არის ხარისხსი. ბიზნესი, რომელიც ინარჩუნებს ხარისხს, ყოველთვის დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს მომხმარებელში.

 

როგორია წარმატების თქვენეული განსაზღვრება; ფიქრობთ, რომ წარმატებული კომპანია შექმენით?


წარმატება დამოკიდებულია ჩვენს ამბიციებზე. ვფიქრობ რომ წარმატების განსაზღვრება იცვლება მაშინ, როდესაც მას მივაღწევთ, ამ დროს ჩნდება ახალი ამბიცია და შესაბამისად ახალი მოტივაცია. „ქუქი ბეიქერი“ წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც რამდენიმე ფრანჩიზას გავიტანთ საზღვრებს გარეთ და ჩვენს პროდუქტს უცხოელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ.  ამ ეტაპზე ჩვენი მიზანიც ეს არის.
 

ონლაინ ჩატი
×