მთავარი სიახლეები #იყავიშემდეგი - ქუქი ბეიქერი

#იყავიშემდეგი - ქუქი ბეიქერი




ორი წლის წინ, პანდემიის დროს, 4 მეგობარს იდეა გაუჩნდა, შეექმნათ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის სრულიად ახალი გამოცდილება.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში იდეის განხორციელებისთვის ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომელთა ნაწილიც ჩვენი სესხუს უზრუნველყოფის პროგრამის საშუალებით დაძლიეს. 

დღეს კი, უკვე წარმატებული ბიზნესის „ქუქი ბეიქერის“ თანადამფუძნებელი გვიზიარებს რჩევებსა და ეტაპებს წარმატებული ბიზნესის დასაწყებად და შემდგომში მის სამართავად.

 

ბიზნესი პანდემიის დროს შექმენით - რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე შეგხვდათ? 

,,ქუქი ბეიქერის" შექმნის იდეა, 2 წლის წინ ოთხ მეგობარს გაგვიჩნდა.  გვსურდა ქართულ ბაზარზე შეგვექმნა ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც განსხვავებული და უნიკალური იქნებოდა.
ვიცოდით, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით, თუმცა ის მიზანი, რომელიც გვამოძრავებდა, ყველა პრობლემაზე მაღლა დავაყენეთ და შევძელით იდეის ბიზნესად ქცევა.
ალბათ გაგვიმართლა, მაგრამ მე ვიტყოდი, როცა რაღაცა ძალიან გინდა და ამის გჯერა, აუცილებლად გაამართლებს და აი ასე შეიქმნა „ქუქი ბეიქერსი“.
დღეს, თითოეული თანამშრომელი ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული - აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და გაუწიონ მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის წარმატების ინდიკატორი. 

 

როგორია თქვენი ბრენდის ხასიათი და ვინ არის დღესდღეობით მისი მომხმარებელი?

ჩვენთან ყველა ასაკის მომხმარებელს შეხვდებით. მათ ქუქი ბეიქერთან შეხება თითქმის ყოველ დღე აქვთ და შესაბამისად მათი ყოველდღიურობის ნაწილიც გავხდით. ამ დროს მეგობრული გარემო უმნიშვნელოვანესია, რაც ჩვენი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. 
 

როგორ მოარგეთ ამერიკული ორცხობილები ქართულ ბაზარს?

ახალი ჩვევის დანერგვა, საკმაოდ რთულია. საზოგადოებაში ინტერესეს გაჩენისთვის საჭიროა შეიმუშაო სწორი მარკეტინგული სტრატეგია. ვფიქრობ, ჩვენი გაგზავნილი მესიჯები ძალიან სწორად აღიქვა მომხმარებელმა და შედეგიც სახეზეა.

 

როგორია თქვენი მენიუს კონცეფცია და რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი?

ონლაინ ჩატი
×