მთავარი სიახლეები #იყავიშემდეგი - ექსპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

#იყავიშემდეგი - ექსპორტის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი




მე ვარ ლუკა სულაბერიძე - ქართული კომპანია „ზზიპი“-ს დამფუძნებელი.

„ზზიპი“ არის თაფლიანი წყლის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელმაც ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დაიწყო. 

რითი გამოირჩევა თქვენი ბრენდი ბაზარზე?

კომპანია აწარმოებს ოთხი სხვადასხვა სახის თაფლიან წყალს. პანდემიის მიუხედავად შევძელით 2 ბრენდირებული მაღაზიის გახსნა, სადაც თაფლიანი წყლის გარდა, თაფლისგან დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქცია არის წარმოდგენილი.

კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის მიწოდებაა, რომელშიც ყველანაირი დანამატის გარეშე მაქსიმალურად გამოხატულია მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებები.

ბიზნესის წამოწყების მთავარი იდეა და საიდან წამოვიდა მისი შექმნის ინსპირაცია?

ბიზნესიდეა გაჩნდა პრობლემის გაანალიზების შემდეგ, როდესაც მივხვდით, რომ ბაზარზე არ არსებობდა სრულად ნატურალური თაფლიანი წყალი, რაიმე ქიმიური დანამატის გარეშე. აქედან გამომდინარე, მოვიფიქრეთ მოცემული პრობლემის გადაჭრის შემდეგნაირი ხერხი - დავამზადეთ ისეთი ინოვაციური თავსახური, რომლის დატრიალების მეშვეობით ხდება თაფლის წყლით სავსე ბოთლში გახსნა. შედეგად მომხმარებელი თავად იღებს მონაწილეობას 100%-ით ნატურალურ თაფლიან წყლის დამზადებაში. 

კომპანიის სამომავლო გეგმები და როგორ ფიქრობთ რამდენად დაგეხმარათ ექსპორტის მენეჯმენტის კურსი მისი სამომავლო განვითარებისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არსებობს, ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას და შემდეგ უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

როდესაც განისაზღვრა კომპანიის მიზნები და გეგმები, მივხვდი, რომ მჭირდებოდა ცოდნის ამაღლება ექსპორტის მიმართულებით, რადგან არანაირი გამოცდილება მანამდე არ მქონია. 

ამ გამოწვევის დაძლევაში დამეხმარა სააგენტოს ექსპორტის მენეჯმენტის კურსი, რომელიც ჩემთვის და ჩემი კომპანიის განვითარებისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ამ მრავლისმომცველი და ინფორმაციული კურსის საშუალებით, მე მივიღე ცოდნა, რომელიც ჩემი პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანასა და დასახული მიზნების მიღწევაში დამეხმარება.

 

ონლაინ ჩატი
×