მთავარი სიახლეები იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი

იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი




4 ივლისს, ქ.თბილისში, სასტუმროში "Holiday Inn", იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამოდენიმე დარგს, კერძოდ: ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა.

ბიზნესფორუმის მიზანი კერძო სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განმტკიცება, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა.

ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის, არსებული ბიზნესგარემოს და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.

ფორუმის იტალიელი მონაწილეები არიან: იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), SACE-SIMEST (სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებას ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვის), საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაცია (OICE), სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE), ელექტრონული და ელექტროტექნიკური კომპანიების ეროვნული ფედერაცია (ANIE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია. ქართული მხარიდან ბიზნესფორუმში  100-ზე მეტი საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ქართული სამეწარმეო ასოციაციებისა და სახელმწიფო უწყებების პრეზენტაციები გაიმართება. ასევე, დაგეგმილია 200-ზე მეტი შეხვედრა "B2B” ფორმატში. OICE და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაცია (ACEG), აგრეთვე, HIS Consulting და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერენ ხელს.  

ბიზნესფორუმი ორგანიზატორები საქართველოში იტალიის საელჩო, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.

 

 

ონლაინ ჩატი
×