მთავარი სიახლეები იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმი

იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმი




საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და საქართველოს სავაჭრო  სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს,  იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა.

ბიზნესფორუმში 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად,  მონაწილეობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულმა 30-ზე მეტმა იაპონური კომპანიიის წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის TEPCO, TOYOTA, IT OCHU, MITSUBISHI და ა.შ.

ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

ფორუმზე ქართულმა მხარემ იაპონურ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ, ხოლო მონაწილეები ასევე, გაეცნენ იაპონური მხარის ამჟამინდელ მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის ბიზნესკავშირები უფრო გაღრმავდება.

ფორუმის ბოლოს, ინტერესების თანხვედრის შედეგად დაიგეგმა რელევანტური ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იაპონურ კომპანიებს შორის. ზემოთ ხსენებულში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ.

ფორუმი იყო მეხუთე ღონისძიება, რომელიც ქართული და იაპონური კომპანიებისა და ბიზნესწრეების მონაწილეობით ბოლო წლებში გაიმართა და იყო 2019 წლის მარტში, ქალაქ ტოკიოში გამართული ფორუმის ლოგიკური გაგრძელება.

 

ონლაინ ჩატი
×