მთავარი სიახლეები თბილისში ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი პროტეინების და სხვა საკვები დანამატების საწარმო გაიხსნა

თბილისში ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი პროტეინების და სხვა საკვები დანამატების საწარმო გაიხსნა




სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,კომპავა ჯორჯიამ“ სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა.

კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატი იქნება.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა. კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. თუმცა პროდუქციის ექსპორტზე გასატანად, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან.

აღსანიშნავია რომ, კომპანია წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში სლოვაკური წამყვანი ბრენდის კომპავას ფრენჩაიზს.

საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის აწარმოე საქართველოში ქონების კომპონენტითაც რაც გულისხმობს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად 1₾ გადაცემას მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით.

ონლაინ ჩატი
×