მთავარი სიახლეები ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის მორიგი ციკლი

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის მორიგი ციკლი




​სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებითა და ორგანიზებით და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით კერძო სექტორს დამატებით 30 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს.

მიმდინარე წელს, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი პირველად ქუთაისსა და თელავში განხორციელდა.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი 2015 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით კურსდამთავრებულთა რიცხვმა 418-ს მიაღწია.

პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ონლაინ ჩატი
×