ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს: ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას/გადამზადებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ხორციელდება ტენდერით შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (უსდ) ერთად. კურსი შედგება 14 ექსპორტზე ორიენტირებული მოდულისგან: ინკოტერმსის, საქონლის წარმოშობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, პროდუქტის შეფუთვისა და საერთაშორისო გაყიდვების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ კურსის გავლის შედეგად არაერთ ექსპორტიორ კომპანიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საექსპორტო ოპერაციები, გაიზარდა ექსპორტი და მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
ქვეყანაში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კურსი შეიძლება ჩატარდეს როგორც ფიზიკური ისე ონლიან ან/და ჰიბრიდული /კომბინირებული ფორმატით. სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება ქალაქ თბილისში, მაისი - ივნისის პერიოდში.
შენიშვნა: ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსისთვის კანდიდატის ნომინირება ხდება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის მიერ. უშუალოდ ფიზიკურ პირს / დაქირავებულს, ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, არ შეუძლია განაცხადის გაკეთება.
კურსი განხორციელდება მიმდინარე წლის 24 მაისიდან 30 ივნისისი ჩათვლით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 15 მაისი.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე სარალიძე (ელ. ფოსტა: esaralidze@enterprise.gov.ge)
კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე