მთავარი სიახლეები ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი დაიწყო

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი დაიწყო




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, კავკასიის ბიზნესსკოლასთან თანამშრომლობით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების 40 წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცემა აიმაღლოს ცოდნა, განავითაროს საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსის 20 მაისს დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს და  აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, კავკასიის უნივერსიტეტი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager“.

ჯამურად, სააგენტოს მიერ 2015 წლიდან დღემდე გადამზადებულ ექსპორტის მენეჯერთა რაოდენობა 200-მდეა. წლის ბოლომდე სააგენტო კიდევ 2 ჯერ განახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსს, მათ შორის ერთს რეგიონში.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75%-ს დაუფინანსებს. 

 

 

ონლაინ ჩატი
×