მთავარი სიახლეები დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა




19 აპრილს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობებმა საქართველოში, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ  სააგენტოს საქმიანობის მიმართულებებს, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია გამართეს სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა. პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებულ და დაგეგმილ საკვანძო პროექტებს.  აღნიშნული მიმართულებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბიზნესის განვითარების, ექსპორტის წახალისებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით 20-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა და დაგეგმილია 70-ზე მეტი აქტივობა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონ ლარს უტოლდება. 

საკოორდინაციო შეხვედრის დასასრულს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს, ხოლო, თავის მხრივ, პარტნიორებმა აქტიური თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

 

ონლაინ ჩატი
×